Friday, December 25, 2009

პეტრე I

>

პროექტის სახელი:პეტრე I
პროექტის მოკლე აღწერა : ინფორმაციის მოძიება პეტრე I-ზე. მისი წვლილი რუსეთის სახელმწიფოს განვითარებაში. მასალის გამოქვეყნება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტიდან , ბიბლიოთეკიდან, სახელმძღვანელოდან მოიძიებენ მასალებს, დოკუმენტებს, ჯგუფებში აკეთებენ მოძიებული მასალის ანალიზს და საპრეზენტაციო პროგრამაში განათავსებენ დამუშავებულ მასალას. ამზადებენ ფოტო ალბომს. მუშაობენ სასცენო მასალაზე, იძიებენ იმ დროისთვის დამახასიათებელ სამოსს, ლიტერატურულ მასალას და დგავენ სცენარს. სკოლის სააქტო დარბაზში აკეთებენ პრეზენტაციას და უჩვენებენ მცირე დადგმას.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-16 წელი, 9-10 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის იანვარი, თებერვალი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, მუშაობა მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეებთან ლექცია-საუბრები, პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეო მასალა, პლაკატები, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით,
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ინფორმაციას პეტრე I-ზე, რუსეთის სახელმწიფოს განვითარებაში მის წვლილზე.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:რუსული სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ფოტოების შექმნა

უცხო ენა- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, თარგმნის, აყალიბებს აზრს.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა ფილიევა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: pilieva.blogspot.com